logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის უფროსი საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის კავშირის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

11 ივლისი. 2019. 15:14

 

 

11 ივლისს, შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის კავშირის (IRU) აღმასრულებელ დირექტორს ბორის ბლანშს შეხვდა.

 

შეხვედრისას მხარეებმა სხვადასხვა ქვეყნებს შორის  სატრანსპორტო პროექტების წარმატებით რეალიზაციაზე ისაუბრეს და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2017 წელს, თბილისში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების მე-16 კონფერენციის (2017 World Customs Organization IT Conference and Exhibition)  ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და IRU-ს შორის ინფორმაციის გაცვლის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის საკითხებზე.

 

აღნიშნულ შეხვედრას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი  და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი ნოდარ კაკრიაშვილი ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner