logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გვქონდეს მაღალი დონის მედიაპლურალიზმი
- +

21 აგვისტო. 2019. 22:49

 

 

 

„ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართვლოში გვქონდეს მაღალი დონის მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება, რაც არის და ეს მომავალშიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

 

„სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში ტრადიციად იქცა სრულიად დაუკავშირებელი გარემოებების ერთმანეთთან დაკავშირება და ამ შემთხვევაში იმავესთან გვაქვს საქმე. მე მსურს, ვთქვა ყველაზე მთავარი – ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება, რაც არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner