logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს
- +

12 ოქტომბერი. 2019. 10:38

 

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

 

მილოცვაში ხაზგასმულია ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე ორმხრივი ურთიერთობები, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში.

 

„გიდასტურებთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მტკიცე მხარდაჭერას, რაც მოიცავს ჩვენი მხრიდან, როგორც დღეს, ისე ევროკავშირიდან ჩვენი გამოსვლის შემდეგ, თქვენი შიდა რეფორმების შემდგომი პროგრესის ხელშეწყობას. გისურვებთ წარმატებებს“, – ნათქვამია მილოცვაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner