logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილი მამუკა კაციტაძეს: გვთავაზობთ სამპროცენტიანი ბარიერის შემოღებას - რა არის თქვენი, როგორც პარტიის ინტერესი?
- +

12 ნოემბერი. 2019. 16:11

 

 

„თქვენ გვთავაზობთ სამპროცენტიანი ბარიერის შემოღებას, რომელიც გარკვეულ ბარიერებს ქმნის საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტებისთვის. რა არის ამ შემთხვევაში თქვენი, როგორც პარტიის ინტერესი?“ - ამ კითხვით საინიციატივო ჯგუფის წევრს, მამუკა კაციტაძეს დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა მიმართა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ყველა საკანონმდებლო ინიციატივის უკან კანონმდებელთა ჯგუფის კონკრეტული ლეგიტიმური ინტერესი დგას, რომელიც, არგუმენტების მეშვეობით მკაფიო განმარტებებს უნდა მოიცავდეს.

 

„ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს „ქართული ოცნების“ მიერ შემოტანილი ცვლილებები, რომელიც ფაქტობრივად, ნულოვანი ბარიერის შემოტანას ემსახურება და ნათელია, რომ ეს ცვლილებები თანასწორობის პრინციპებს ემყარება. კითხვებიც, ალბათ, უფრო ნაკლები იქნება კანონმდებლის ინტერესზე. მეორე მხრივ, თქვენ გვთავაზობთ სამპროცენტიანი ბარიერის შემოღებას, რომელიც გარკვეულ ბარიერებს ქმნის საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტებისთვის. რა არის ამ შემთხვევაში თქვენი, როგორც პარტიის ინტერესი?“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner