logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გამიზნული მკვლელობა და ხალხის გამიზნული დასახიჩრება, იმ პერიოდის სადისტურ მმართველობას ახასიათებდა
- +

26 მაისი. 2020. 18:03

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამწუხაროდ ამ დღეს ხალხის გამიზნული მკვლელობა და დასახიჩრება მოხდა.

 

 

„2011 წლის 26 მაისი, სამწუხაროა, მაგრამ ეს დღე ჩაიწერება შავ ფურცლად საქართველოს ისტორიაში.

 

 

აქ იყო გამიზნული მკვლელობა და ხალხის გამიზნული დასახიჩრება, რომელიც წარმოადგენს სისტემური დანაშაულის ერთ-ერთ გამოვლინებას, რომელიც იმ პერიოდის სადისტურ მმართველობას ახასიათებდა.

 

 

ეს ფაქტია და ამ ფაქტს გვერდს ვერ აუხვალ, მით უმეტეს თუ კი გავიხსენებთ, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახს, კუბოს სახურავის ახდის უფლება არ მისცეს და ეს არის გამოხატულება იმისი, რაც ხელისუფლებამ მაშინ ჩაიდინა.

 

 

ეს არ იყო ძალის გადამეტებული გამოყენება, რომელიც შეტაკების დროს ხდება, ეს იყო განგებ გადაკეტვა გზების, რათა ხალხს თავი არ შეეფარებინა, გამიზნული გადამეტებული ძალის გამოყენება, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებსაც ემსახურებოდა“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

9 წლის წინ, 26 მაისის ღამეს, მაშინდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის მთავარ გამზირზე მოქალაქეები დაარბია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner