logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება არღვევს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია
- +

26 ივნისი. 2020. 15:06

 

 

„ჩემი შეკითხვა შეეხება ცრუ ინფორმაციის გავრცელების საკითხებს. ეს მსოფლიო გამოწვევაა, მართალია,  სამწუხაროდ საქართველო, არ არის გამონაკლისი ამ მიმართულებით“, - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას.

 

გურამ მაჭარაშვილის თქმით, სამწუხაროდ, გახშირდა საქართველოში სიცრუეზე დაფუძნებული სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა მედიასაშუალებებით, რაც ერთი მხრივ პრაქტიკულად განუხორციელებელს ხდის და არღვევს საზოგადოების უფლებას, რომ მიიღოს სწორი, ობიექტური ინფორმაცია და თავად განსაჯოს მტყუან-მართალი და მეორე მხრივ, ეს ყველაფერი ამცირებს საზოგადოების სანდოობას ყველა იმ პოზიტივის მიმართ, რაც ზოგადად ქვეყანაში ხდება, თუნდაც, მათ შორის საგარეო მიმართულებით და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებით და სხვა.   „საერთო ჯამში ვიღებთ სურათს, რომ ამ ეგრეთ წოდებული ფეიკ-ნიუსებით ზიანდება ზოგადად სახელმწიფო, დემოკრატიული ინსტიტუტები, გამომდინარე აქედან, მაქვს კითხვა - თქვენ ადრე გამოსვლაში ახსენეთ, რომ ფეიკ-ნიუსის გავრცელება იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, დღეს როგორი ხედვა გაქვთ?

 

მართალია, ეს არის მსოფლიო გამოწვევა და ისეთი ძლიერი სახელმწიფოებიც კი, როგორიც შეერთებული შტატები და ევროპის განვითარებული ქვეყნებია, თითქმის ვერ უმკლავდებიან ამ პრობლემას, მაინც მაქვს იმედი, რომ ჩვენი ერთიანი შეტევით ამ გამოწვევის წინააღმდეგ შევძლებთ, რომ ეფექტურად გავუმკლავდეთ მას. ამიტომ მაინტერესებს თქვენი ხედვა, პრაქტიკულად როგორ შეგვიძლია, რომ ამ სენს გავუმკლავდეთ, რომელიც არღვევს ამ ერთიანობას, რომელიც შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ ქვეყნის განვითრებისთვის?“ - მიმართა პრემიერ-მინისტრს გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner