logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: რუსეთი ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არაფერი ხდება
- +

9 აგვისტო. 2020. 02:46

 

 

ეს არის დღე, როდესაც ჩვენ აუცილებლად ქედს ვიხრით ჩვენი დაღუპული სამხედროების წინაშე და არა მხოლოდ დღევანდელ დღეს, მუდმივად გვახსოვს ეს ადამიანები და ის მსხვერპლი, რომელიც მათ გაიღეს საკუთარი სამშობლოს წინაშე. ეს არის ფასდაუდებელი და ჩვენ, ქართველ დიპლომატებს მუდმივად გვახსოვს, რადგანაც ჩვენი ქვეყნის დეოკუცია არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

დავით ზალკალიანმა იმ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ფორმატებში აქვს.

 

„ჩვენ ვიხილეთ გუშინ, დღეს. ეს გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში. მინდა საზოგადოებამ იცოდეს და კარგად ხედავს ჩვენი საზოგადოება, თუ რამდენი რამ კეთდება იმისთვის, რომ საქართველო მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში. მაქსიმალურად არის გამოყენებული ყველა ფორმატი, ყველა ჩვენს ხელთ არსებული რესურსი იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მსოფლიო დახუნძლულია ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევევით, ის ძალიან სწრაფად რეაგირებს ისეთ გამოწვევებზე, რომელიც აქტუალურია დღეს, მაგრამ მაშინ როდესაც, კონფლიქტი არის ე.წ. გაყინულ ფაზაში და ამ ნარატივის დამკვირდებას ცდილობს ოკუპანტი ქვეყანა, ის ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნოს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში თითქოს არაფერი ხდება და ის განსხვავებულია უკრაინაიში მიმდინარე პროცესებისგან და ამით ერთგვარად ცდილობს დაამკვირდოს ის ნარატივი, ახალი რეალობა ჩამოყალიბდა და ეს არის თითქოს 2 ე.წ. დამოუკიდებელი ერთეული და ისინი გვირჩევენ, რომ შევეგუოთ ამ რეალობას“- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

დავით ზალკალიანის თქმით, ამას საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე და საქართველოს ხელისუფლება ვერ შეეგუება ამას და ქვეყანა გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner