logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: სექტემბერში წარვადგენთ პროპორციულ სიას, სადაც იქნებიან ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები და ახალი ადამიანები
- +

11 აგვისტო. 2020. 02:33

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სექტემბერში წარადგენს პროპორციულ სიას, სადაც იქნებიან გუნდის გამოცდილი წევრები და ახალი ადამიანები.

 

არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რეაბილიტირებულ დრამატული თეატრში გამოჩენილი ქართველი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

 

„დღეს ისეთი დღეა, რომ ნაკლებ დროს დავუთმობდი პოლიტიკურ საკითხებზე საუბარს. თუმცა გეტყვით, რომ საარჩევნო კამპანია უკვე აქტიურ ფაზაშია. ჩვენ წარვადგინეთ მაჟორიტარები. ასეთი პირველი შეხვედრა საზოგადოებასთან დღეს უკვე იყო კახეთში. ამას მოყვება სხვა შეხვედრები. სექტემბერში ჩვენ წარვადგენთ პროპორციულ სიას, სადაც იქნებიან ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები და ახალი ადამიანები, ახალი თანაგუნდელები“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner