logo_geo
eng_logo
სოსო ცინცაძე: ვერ ვიხსენებ მაგალითს, ერთი ქვეყანისთვის მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენდეს მეზობლებს შორის ომი
- +

8 აპრილი. 2016. 15:51


„თუ ყარაბაღის კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, ამან საქართველოსთვის უფრო საშინელი შედეგი შეიძლება გამოიღოს, ვიდრე რომელიმე მეომარი მხარისთვის", -ამის შესახებ „რეპორტიორს" სოსო ცინცაძემ განუცხადა. პოლიტოლოგის შეაფსებით, საქართველოს მიერ ერთ-ერთის მხარეზე დადგომა სამხედრო დიპლომატიური თვალსაზრისით კატასტროფა იქნება.



„დღეს სომხეთის მთავარი პრობლემაა, რომ აზერბაიჯანს მეტი შეიარაღება აქვს და მეტი რესურსი აქვს. სომხეთმა ეს რესურსი საიდან უნდა მიიღოს? მხოლოდ რუსეთიდან. რუსეთიდან კი ყველაზე მოკლე გზა საქართველოა. გარდა ამისა, საქართველოში კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები, რომლებიც თავიანთ პირველ სამშობლოდ თვლიან აზებაიჯანს და სომხეთს. ამიტომ აქაც მოსალოდნელია  ეს კონფლიქტები.

 

 

საქართველოს მიერ ერთ-ერთის მხარეზე დადგომა სამხედრო დიპლომატიური თვალსაზრისით კატასტროფა იქნება... ომი არავის აწყობს, არც დიდ სახელმწიფოებს. რუსეთს კატეგორიულად არ აწყობს, რადგან რუსეთი აუციელბლივ დადგება საშინელი ალტერნატივის წინაშე. მან დახმარება უნდა აღმოუჩინოს სომხეთს, რათა არ დაკარგოს იგი. ამ შემთხვევაში კი სამუდამოდ დაკარგავს აზერბაიჯანს თავისი ენერგორესურსებით.  გულხელდაკრეფილი არ დარჩება თურქეთი. თურქეთი პირველი, რასაც აგააკეთებს, თავისი პოზიციების გასაძლიერებლად - ეს არის აჭარა. ამიტომ ომის დაწყება კატასტროფაა საქართველოსთვის. მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში ვერც ვიხსენებ ისეთ მაგალითს, როდესაც ერთი ქვეყანისთვის მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენდეს მის 2 მეზობელ სახელმწიფოს შორის ომი", - განაცხადა ცინცაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×