logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: კახა კალაძე არის ერთადერთი კაცი საქართველოს ფეხბურთში, რომელმაც გაბედა და...
- +

24 ოქტომბერი. 2017. 01:33



რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან" საუბარში „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატთან კახა კალაძესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, კალაძე ერთადერთი ადამიანია, რომელმაც „გაბედა და თავისი მეგობარი, გიორგი დემეტრაძე დაიცვა მაშინ, როდესაც მძვინვარებდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი!"


„კახა კალაძე არის ერთადერთი კაცი საქართველოს ფეხბურთში, რომელმაც გაბედა და თავისი მეგობარი, გიორგი დემეტრაძე დაიცვა მაშინ, როდესაც მძვინვარებდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი! ერთადერთი კაცი, რომელმაც გაბედა და სახალხოდ აიმაღლა ხმა დაუმსახურებლად დასჯილი თავისი მეგობრის გამო. მაშინ, როდესაც სხვა მეგობრებმა პრაქტიკულად ტაში დაუკრეს დემეტრაძის დაჭერას", - განაცხადა ხაინდრავამ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner