logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გვჭირდება არგუმენტები, რომ ლიბერალიზაცია არ გამოიწვევს ნარკოტიკების მოხმარების გაზრდას
- +

11 დეკემბერი. 2017. 16:20



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩვენ გვჭირდება არგუმენტები, რომ ლიბერალიზაცია არ გამოიწვევს ნარკოტიკების მოხმარების გაზრდას.


„მე შემიძლია დავადასტურო, რომ აზრთა სხვადასხვაობა არის „ქართულ ოცნებაში". არის განსხვავებული მოსაზრები. ჩვენ გვჭირდება დამატებითი არგუმენტები როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ლიბერალიზაცია არ გამოიწვევს მოხმარების გაზრდას. სიღრმისეული განხილვის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ასეთი აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ორივე მხარეს არის არგუმენტები, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ყველას და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება. მეც მჭირდება არგუმენტების მოსმენა, მე ჯერჯერობით არ მომისმენია სიღრმისეული არგუმენტები არც ერთი, არც მეორე მხრიდან. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველა სუბიექტს, რომელიც არის ჩართული ამ პროცესში, მათ შორის შესაბამის არასამთავრობოებს, რომ წარმოადგინონ სიღრმისეული ანალიზი და ამის საფუძველზე გაუადვილონ საპარლამენტო სპექტრს ნარკოტიკებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner