logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მუხთარლის საქმე ჩვენთვის მტკივნეული საკითხია
- +

13 მარტი. 2018. 15:26




საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მუხთარლის საქმე ძალიან მტკივნეული საკითხია, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალიან ხშირად ისმება ჩვენს წინაშე.

 

„მუხთარლის საქმე ჩვენთვის არის ძალიან მტკივნეული საკითხი, კონკრეტულად საქართველოს პარლამენტისთვისაც. ჩვენ ხშირად გვაქვს ურთიერთობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ყველა შეხვედრაზე არა, მაგრამ ძალიან ხშირად ისმება ეს საკითხი ჩვენს წინაშე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეს საბოლოოდ მოეფინოს ნათელი. ერთ-ერთი მოთხოვნა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან იყო ის, რომ გადასულიყო ეს საქმე შს სამინისტროდან პროკურატურაში, რაც განხორციელდა. იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა საბოლოოდ დაადგენს ჭეშმარიტებას ამ საქმეზე და ყველას გვეცოდინება, თუ რა მოხდა მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner