logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის დაკავებას ექნება ძალიან მკაცრი რეაქცია და გამოხმაურება
- +

14 მარტი. 2018. 14:38



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავებას გამოეხმაურა. გაბუნიას განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე ძალიან მკაცრი რეაქცია და გამოხმაურება იქნება.


„პირველ რიგში, მინდა, თავად ინციდენტს გამოვეხმაურო. ადამიანის უფლებების ხელყოფის და ფეხქვეშ გათელვის ასეთი მძიმე ფაქტები აზიანებს იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის შესაძლებლობა უნდა გააჩინოს რუსეთის ფედერაციამ. ჩვენი მხარე, ჩვენი სახელმწიფო აქცენტს აკეთებს სამშვიდობო პოლიტიკის უალტერნატივობაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ფონზე, ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურად ვხვდებით ჩვენი მოქალაქეების უფლებების ძალიან მძიმე და უხეშ დარღვევას. ბუნებრივია, ამას ექნება ძალიან მკაცრი რეაქცია და გამოხმაურება. ჩვენი მხრიდან ბუნებრივია, დაწყებულია იმ ნაბიჯების გადადგმაც, რაც ასეთ დროს არის ურგენტული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამავდროულად, ამას ექნება შესაბამისი შეფასება ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც", - განაცხადა გაბუნიამ.


ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ავრცელებს.


დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, დაკავებულია გიორგი ზარანდია, ქალაქ ზუგდიდის მცხოვრები.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner