logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ქალბატონმა ანა დოლიძემ ურჩიოს პრეზიდენტს, რომ...
- +

16 აპრილი. 2018. 15:41

 

 

„ქალბატონ ანა დოლიძეს ვურჩევდი, რომელიც დიდი ხანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, ყურადღება გაამახვილოს იმ ადამიანებზე, ვისაც პრეზიდენტი იწყალებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ანა დოლიძის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მეუღლემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

 

„პრეზიდენტის მიერ შეწყალებულია მოძალადე, რომელმაც საშინელი დანაშაული ჩაიდინა. ქალბატონმა ანამ ურჩიოს პრეზიდენტს, რომ ცოტა მეტი დაფიქრება მართებს, ვიდრე კონსტიტუციით დისკრეციულ უფლებას გამოიყენებს და ვინმეს შეიწყალებს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

დავით მათიკაშვილის მტკიცებით, ანა დოლიძე ცდილობს საკითხი გაურკვეველ სივრცეში გადაიტანოს.

 

„ვანო ზარდიაშვილის მეუღლე 8 წელია იქ მუშაობს. მან მუშაობა პირველი საფეხურიდან დაიწყო. რას უსვამდა ხაზს ანა დოლიძე ვერ გეტყვით, რადგან 8 წლის წინანდელი ამბავია, რაც ქალბატონმა მუშაობა დაიწყო. ვანო ზარდიაშვილი თუ ელექტორატმა პარლამენტში აირჩია, რა უნდა ექნა მეუღლეს? ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, საკითხი გაურკვეველ სივრცეში გადაიტანონ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

ამასთან, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner