logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატურის განხილვას დღეიდან დავიწყებთ
- +

14 ივნისი. 2018. 15:05

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობის ბოლო სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სოციალური პრობლემები, ეკონომიკური გამოწვევები და იმ ოჯახების ბედი, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან სიღარიბის პირისპირ.

 

„როგორც ნახეთ, მიღწევებთან ერთად, ამ პრობლემების შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკუთარ ბრიფინგზეც ისაუბრა საკმაოდ ვრცლად. ჩვენ ველოდით დასმულ საკითხებზე მთავრობის რეაქციას. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს და პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატურას, ამის განხილვას დღეიდან დავიწყებთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner