logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრს შეხვდა
- +

17 ივლისი. 2018. 11:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრ გასტონ ალფონსო ბრაუნს შეხვდა, რომელიც საქართველოში პირველად OGP-ის გლობალური სამიტის ფარგლებში იმყოფება.

 

მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული და სამომავლო ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური თემატიკა მიმოიხილეს, აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე. აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ურთიერთმხარდაჭერისა და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობა.

 

ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის უნდა გააქტიურდეს ხალხთაშორისი კავშირები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. საუბარი შეეხო სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამებს.

 

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, არა მხოლოდ საქართველოსა და ანტიგუა და ბარბუდას შორის, არამედ მთლიანად კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან. ითქვა, რომ საქართველო არის რეგიონში მისაბაძი, რეფორმების განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესით.

 

მთავრობის მეთაურებმა ისაუბრეს წარმატებული რეფორმების გაზიარების შესაძლებლობებზე, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საბანკო და ფინანსური სექტორის, ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული მმართველობის, საჯარო სერვისებისა და ინოვაციების სფეროებში.

 

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. გასტონ ალფონსო ბრაუნმა აღნიშნა, რომ ანტიგუა და ბარბუდა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ქვეყნებს შორის ორმხირვი ურთიერთობების განვითარების პროცესის ხელშეწყობაზე.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner