logo_geo
eng_logo
ეკა ბესელიამ ქუმსიშვილი-ალავიძის დაკითხვის პროცესს ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედება უწოდა
- +

17 ივლისი. 2018. 19:00

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის პროკურატურაში დაკითხვას გამოეხმაურა.

 

„საჯაროდაც არის უკვე ინფორმაცია გაცხადებული, რომ გამოძიება მიმდინარეობს ზოგადად, თანხების კანონიერებასთან დაკავშირებით. დაკითხვა არის ზოგადად ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ინფორმაციის მიღებას, გადამოწმებასა და დასმული კითხვების ირგვლივ პასუხების მიღების მიზანს ემსახურება. საქმის გარემოებებზე ბუნებრივია, პარლამენტის წევრებმა არ შეიძლება ვიცოდეთ, რადგან კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის დეტალებს, შინაარსს და გარემოებებს მხოლოდ მხარეები ეცნობიან“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს. ისინი ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner