logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: რუსეთის მხრიდან ცინიზმი არ არის პირველი და სამწუხაროდ, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება უკანასკნელი
- +

21 ივლისი. 2018. 14:25

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის გენერალური პროკურატურიდან მისი ოჯახისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

 

„რუსეთის მხრიდან ცინიზმი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით არ არის პირველი და სამწუხაროდ, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება უკანასკნელი.

 

ჩვენ რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან, თუ არა ამდაგვარ დამოკიდებულებას ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. მწუხარე ოჯახში ამდაგვარი წერილის გაგზავნა არც ცინიზმია და არ ვიცი ამას რა ჰქვია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner