logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: რუსეთის მხრიდან ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება საფუძვლიანი არ არის
- +

21 ივლისი. 2018. 16:55

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე ოჯახისა და ადვოკატისთვის რუსეთის გენერალური პროკურატურისგან გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მმართველ ფუნქციას ახორციელებს და ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება საფუძვლიანი არ არის.

 

მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე სამართლებრივი დავა მიმდინარეობს.

 

„დავა მიმდინარეობს. არსებობს სტრასბურგი, საერთაშორისო სამართალი, ასევე ნორმები ადამიანური და არსებობს შექმნილი პოლიტიკური ვითარების რეალური ანალიზი, რომ რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ახორციელებს მმართველ ფუნქციას. ასე რომ, ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება საფუძვლიანი არ არის. ამ თემაზე რუსეთთან თანამშრომლობა გამორიცხულია, ვინაიდან ასეთი პოზიცია აქვს. ამ მხრივ, მომავალშიც ვერ ვხედავ პერსპექტივას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში“.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner