logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იმ ღირსეული სამუშაოს გახმოვანება მოხდა, რომელსაც...
- +

22 სექტემბერი. 2018. 22:37

 

 

„ეს არის კიდევ ერთი კონკრეტული გზავნილი, რომ ის ურთიერთობა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას ეხება, ავიყვანოთ აშშ-სთან სრულიად ახალ, განსხვავებულ დონეზე“, - ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ ანგარიშს.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანგარიში კონკრეტულ ინფორმაციას ეყრდნობა  და იმ ღირსეული სამუშაოს გახმოვანება მოხდა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები და სამხედროები ეწევიან.

 

„ჩემი ვიზიტით ყოფნის პერიოდში გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ძალიან მაღალი დონის მზადყოფნას, რაც აქვს საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ძალიან აქტიური როლი შევასრულოთ მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში. ანგარიში არის ძალიან კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი, აქედან გამომდინარე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ ოფიცერს, ჩვენ სამართალდამცავებს, ჩვენი უსაფრთხოების სისტემის თანამშრომლებს და მათ ხელმძღვანელობას, რომ მიუხედავად გაზრდილი გამოწვევებისა ჩვენს რეგიონში, ისინი აგრძელებენ თავიანთი სამუშაოს ძალიან ღირსეულად შესრულებას და შესაბამისად, ამ ღირსეული სამუშაოს გახმოვანება მოხდა სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ეს არის კიდევ ერთი კონკრეტული გზავნილი, რომ ჩვენ ის ურთიერთობა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას ეხება, ავიყვანოთ აშშ-სთან სრულიად ახალ, განსხვავებულ დონეზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner