logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი ბნელი ძალის ორი მხარეა!
- +

23 ოქტომბერი. 2018. 02:54

 

 

„მათ შორის განსხვავება ეს არის. ერთი ბნელი ძალის ორი მხარეა, რომელთაც დააშავეს ქვეყნის წინაშე, იმ ხალხის წინაშე, ვინც თუნდაც, 2008 წლის ომში დაიღუპა“, - ამ სიტყვებით საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკი  „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“  შორის არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

 

„უამრავი რამ დააშავეს, რამაც დღემდე პრობლემებით მოგვიყვანა. ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი რბილად ამბობს, მეორე ხმამაღლა ყვირის. რას ვერ იყოფენ, არ ჩანს. ერთმა თქვას, „ნაციონალურ მოძრაობას“ რატომ გამოეყო და „ევროპული საქართველო“ დაირქვა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეაფასოს, მათი გასვლა რამ განაპირობა. მიმართულებები და თემები ერთი და იგივე აქვთ და სახეზე ღიმილი გექნება თუ მრისხანება, ამაში აზრს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner