logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად 5 თებერვალს განაახლებს
- +

14 იანვარი. 2019. 11:19

 

საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად 5 თებერვალს განაახლებს.

 

დეპუტატები რეგლამენტის შესაბამისად, თებერვლის პირველ სამშაბათს, 5 თებერვალს საგაზაფხულო სესიას გახსნიან.

 

საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, მათ შორის, კანონმდებლები მოისმენენ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირველ ყოველწლიურ ანგარიშს, ასევე იმსჯელებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე და აირჩევენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომლის პოსტი ვაკანტური გასული წლის აგვისტოდან არის.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში კონსტიტუციის მსგავსად, პარლამენტის ახალი რეგლამენტი რიგით მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა, კანონმდებლებს საგაზაფხულო სესიიდან საქმიანობა ახალი რეგლამენტის პირობებში მოუწევთ.

 

რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×