logo_geo
eng_logo
სანდრა რულოვსმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა - დიდი დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და განაწყენებული ნიკა მელია
- +

26 მარტი. 2019. 14:00

 

geotimes.ge-ს ინფორმაციით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ წუხელ დიდი დაპირისპირება იყო. მიზეზი ზუგდიდის მერობის სავარაუდო კანდიდატურა აღმოჩნდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დასახელებულმა კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა არ არის გამორიცხული, სანდრა რულოვსს პარტიის პოლიტსაბჭო უკვე ღიად დაუპირისპირდა. 24 მარტს პარტიის ყრილობაზე გენერალურმა მდივანმა კობა ნაყოფიამ პირდაპირ თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს არ უმსჯელია და გაერთიანებულ ოპოზიციას უბრალოდ შეხვდა ქალბატონი სანდრა, წარუდგინა კანდიდატურა და მათი მხარდაჭერა მოიპოვა.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის აზრი, შევეკითხებით, როგორ წარმოუდგენიათ და რომელი კანდიდატი იქნება მათთვის უფრო საინტერესო, რომელ კანდიდატს აქვს უფრო მეტი შანსი“, - განაცხადა ყრილობაზე კობა ნაყოფიამ.

 

 

geotimes.ge-ს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობაზე ასევე უარი თქვა მეორე სავარაუდო კანდიდატმა ნიკანორ მელიამ. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, მელია, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა, გამხდარიყო ზუგდიდის მერი, გაანაწყენა კანდიდატად სანდრა რულოვსის დასახელებამ. წუხელ თანაპარტიელები ისევ მიუბრუნდნენ მასთან მოლაპარაკების საკითხს, მაგრამ ამჯერად მელიამ განაცხადა უარი, მე თქვენი სათადარიგო საბურავი არა ვარო. დილემა, ვინ ჩაანაცვლებს სანდრა რულოვსს, ამ დროისათვის ღიად რჩება. 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×