logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

26 მარტი. 2019. 16:20

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიჩ-ლუკოვაცთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

მხარეებმა ისაუბრეს  მგზავრთა შესახებ წინასწარი ინფორმაციის (API) და მგზავრის სახელის ჩანაწერის (PNR) სისტემებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტებზე ინტეგრირებული საზღვრის მართვის (IBM) საკითხებთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის (AVRP) საკითხზე. გრიგოლ ლილუაშვილმა და სანია ჩელებიჩ-ლუკოვაცმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×