logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: უეროვნებო, ჰალსტუხიყლაპია აქ ვერ დაბრუნდება!
- +

26 მაისი. 2016. 12:59


„თავზარდაცემული ვარ, იმ ფაქტით რაც პარლამენტში, „ნაცმოძრაობამ" ჩაიდინა!!! - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში.



დიახ, ყველაფერს აქვს საზღვარი, .. წითელი ხაზი, რომელიც არავინ არ უნდა გადაკვეთოს, მათ უამრავჯერ გადაკვეთეს, ზოგჯერ მივუტევეთ, ზოგჯერ პასუხიც გავეცით, მაგრამ როდესაც მათი რეჟიმის დროს გარდაცვლილ ხალხზე წუთიერი დუმილიც კი არ ინებეს და ფეხზე არ წამოდგნენ, ეს უკვე ყოველგვარ ადამიანობას გადასცდა! მე მიცვალებულთა შეურაცხყოფა ვეღარ მოვითმინე და საკადრისი პასუხი გავეცი, ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას აღნიშნულ ინციდენტში! მეგობრებო, ვინმემ არ დამიწყოს კოჰაბიტაციაზე საუბარი, მე ვიყავი რადიკალი, მომხრე ამ კანიბალთა სამართლებრივად, სამაგალითო დასჯის, მაშინ როდესაც ზოგნი მათ გადარჩენას გვთავაზობდნენ, მაშველი რგოლით, დემოკრატიის ანტურაჟისთვის...

ნაცმოძი" დაშლილია ბერთოლეს მარილივით, უსამშობლო და უეროვნებო, ჰალსტუხიყლაპია, ოდესელი ჟულიკი" აქ ვერ დაბრუნდება! ვინმემ შეცდომაში არ შეგიყვანოთ! წავიდა ამათი დრო! არც 8, არც 9, 27, 32 და 41 ოქტომბერს არ მოვა!!! ხსოვნა და სამუდამო პატივგება იმ მამულიშვილების, რომლებიც პოლიტიკური ცხედრის, სააკაშვილის რეჟიმს შეეწირნენ! ღმერთი ფარავდეს დედა­სამშობლოს!" - წერს ოთარ ჩრდილელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×