logo_geo
eng_logo
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, მთაწმინდაზე მეორე ტური ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება
- +

20 მაისი. 2019. 02:17

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდის #1 საარჩევნო ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი. მეორე ტური სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ვლადიმერ კახაძესა და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება.

 

ამ დროისთვის დათვლილია 31-დან 27 უბანი. აღნიშნული უბნების მონაცემებით, მმართველი გუნდის კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ხმათა 41.28 პროცენტი მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ 36.72 პროცენტი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner