logo_geo
eng_logo
პაატა სალია: არ ვადასტურებ ინფორმაციას, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია ლაზაშვილი გახდება
- +

20 ივლისი. 2019. 21:40

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია არ ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი გახდეს.

 

„არ ვადასტურებ ინფორმაციას, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია ლაზაშვილი გახდება. ორი დღის წინაც იყო ეს ინფორმაცია და მაშინაც ვთქვი, რომ ეს არ იგეგმება“, - განაცხადა სალიამ.

 

რაც შეეხება იმას, რომ მას სურს, „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებიდან კონსულტანტი ან მოადგილე შეარჩიოს, როგორც სალიამ აღნიშნა, დღეს შეხვედრებზე ეს საკითხი არ დასმულა.

 

„დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრები იმასთან დაკავშირებით, პირველი რიგის ამოცანები როგორ შევასრულოთ. დანარჩენ საკითხებზე ხვალ გვექნება საუბარი და ამაზეც გეტყვით რა პოზიცია გვექნება. თუმცა, მე მზად ვარ ყველასთან ვიმუშაო. მოვედი, ვაკეთებ ყველაფერს რომ მაქსიმალური წარმატება ჰქონდეს ამ არხს“, - განაცხადა სალიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner