logo_geo
eng_logo
დავით დვალი ოქრუაშვილზე: ის არის ელემენტარული მატყუარა, რომელიც იგონებს ყველაფერს
- +

23 ივლისი. 2019. 02:37

 

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით დვალის მტკიცებით, ის და ჯარჯი აქიმიძე ირაკლი ოქრუაშვილს არასდროს შეხვედრიან და მისგან არც ფული მიუღიათ.

 

დვალი ოქრუაშვილს მატყუარას უწოდებს და ამბობს, რომ ბოლო ორი დღეა, ყველა მისი განცხადება ტყუილია.

 

ოქრუაშვილს არაფერი არასდროს ჩვენთვის არ გადმოუცია. საერთოდ თვალით არ გვინახავს. არც შუამავლით. საერთოდ არაფერში მონაწილეობა არ მიუღია. ის არის ელემენტარული მატყუარა, რომელიც იგონებს ყველაფერს. საერთოდ არასდროს არ შევხვედრილვარ. რაც შეეხება თანხების გადაცემას და გადმოცემას, ამ დღეებში ჩვენს ჩვენებებს გავასაჯაროებთ მთლიანად, სადაც იქნება ამომწურავი ინფორმაცია. ეს თემა საიდუმლო არ არის. დეტალურად გამოვაქვეყნებთ ჩვენებას, რომ ჰქონდეს მაყურებელს, მსმენელსა და მოსახლეობას დასკვნის გამოტანის საშუალება. გუშინ და დღეს რაც ილაპარაკა ოქრუაშვილმა, არის მტკნარი სიცრუე ყველა თემაზე. ერთი დიდი მატყუარაა და ცდილობს, რომ ვითომ რაღაც როლი და ფუნქცია მიუძღვოდეს ამ პროცესში“, – განაცხადა დავით დვალმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner