logo_geo
eng_logo
გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

19 აგვისტო. 2019. 10:57

 

 

 

გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, N109 ა კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

სამუშაოების შედეგად დაახლოებით 2 000 კვ.მ ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე, განათება, მოსასვენებელი პავილიონი, სასმელი წყლის სოკო და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდება.

 

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული შპს „გია კონსტრაქშენ“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 133 447 ლარია გათვალისწინებული.

 

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner