logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია მეღვინეებთან შეხვედრაზე: ეს ჩვენი კულტურული იდენტობის ნაწილია და მინდა ღიად მითხრათ, სად გჭირდებათ დახმარება
- +

10 ოქტომბერი. 2019. 13:59

 

„ჩვენ არ გვჭირდება ხანგრძლივი საუბრები იმაზე, რომ რაღაც გეგმები დავსახოთ, კონკრეტული პრობლემატიკა - კონკრეტული გადაჭრის გზები, მხოლოდ ეს არის შეხვედრის მიზანი“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, მეღვინეებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის ახალი ფორმატი შეიქმნება.

 

„ჩვენ ასევე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ რთველზე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გამოვძვერით, როგორც ჩანს არ იყო მარტივი რთველი და არ მიმდინარეობდა ერთმნიშვნელოვნად, დარჩენილია გარკვეული საკითხები და რას ვაკეთებთ, ამაზეც ვისაუბრებთ. გვესმის, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია და ხარისხზე მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანია. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 9 მილიონ ლარზე მეტია ჩადებული მარკეტინგული პროგრამებისთვის, ამის მიზნობრიობაც საფიქრალია, თუ როგორ გავაკეთოთ და სად მივმართოთ. მოკლედ და კონკრეტულად - მეღვინეობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი, არ არის მხოლოდ ეკონომიკა, ეს ჩვენი კულტურული იდენტობის ნაწილია და მინდა, ყოველგვარი შებოჭვის გარეშე, ღიად მითხრათ, სად არის პრობლემები, სად გჭირდებათ დახმარება და შემდეგ მე გეტყვით, სად ვხედავთ გარღვევების საშუალებას, სად შეიძლება ცოტა უფრო ეფექტურებიც ვიყოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner