logo_geo
eng_logo
„Konica Minolta“-ს პირველი ოფისი 2019 წლის 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
- +

15 ნოემბერი. 2019. 19:01

 

დღეს კომპანია „კონიკა მინოლტას“ ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნა გაიმართა.

 

ოფისის ოფიციალურ გახსნას ესწრებოდნენ  აღმოსავლეთ კლასტერი „კონიკა მინოლტას“ ტოპ-მენეჯმენტი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა და სვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.

 

 

„Konica Minolta Business Solutions Georgia“, რომელმაც საქართველოში მუშაობა 2019 წლის მაისში დაიწყო, ბიზნესის სისტემური სერვისის აწყობის მიმართულებით საქმიანობს.

 

„Konica Minolta“ სხვადასხვა მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს, მათ შორისაა: ბეჭდვისა და დოკუმენტბრუნვის სერვისები.

 

შვილობილი კომპანია შპს „კონიკა მინოლტა ბიზნეს სოლუშენს ევროპა“, „ლიგენჰაგენი, გერმანია“, არის „კონიკა მინოლტა ტოკიო იაპონია“ კორპორაციის ჰოლდინგის წევრი.

 

ამასთან, „Konica Minolta“ დიდი ხანია წარმატებით მუშაობს კავკასიის ბაზარზე. იგი ამ დრომდე საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ტექნიკას და გადაწყვეტილებებს, პარტნიორული ქსელის მეშვეობით აწვდიდა.

 

„რეგიონში ბიზნესის მომწიფებამ და საპარტნიორო არხის წარმატებამ გვაჩვენა, რომ კავკასიის რეგიონი მზადაა სრულფასოვანი ოფისის გასახსნელად.

 

სწორედ ამიტომ, კომპანია შპს „კონიკა მინოლტა ბიზნეს სოლუშენს ჯორჯიამ“, გადაწყვიტა, დაეწყო საქმიანობა თბილისში ა/წ-ის 31 მაისს.

 

კავკასიის  გუნდს, ლოკალური ბიზნესის აგებაში უკრაინული ოფისი ეხმარება, რომელიც ტრანსფორმაციის საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა, დაეხმარება კომპანიას განვითარებაში და მუშაობის პირველ წლებში ხელს შეუწყობს ქართველ კოლეგებს.

 

შპს „კონიკა მინოლტა ბიზნეს სოლუშენს ჯორჯია“ მოღვაწეობის პირველ ეტაპზე, კავკასიის ბაზარს აწვდის გადაწყვეტილებებს: სამრეწველო, პროდუქტიული და საოფისე ბეჭდვისთვის. ასევე უწევს უზრუნველყოფას, ელექტრონული დოკუმენტაციის მართვის პროცესებს.

 

მომდევნო ფინანსური წლიდან, კომპანია უზრუნველყოფს მოგვაწოდოს გადაწყვეტილებები, ციფრული სამუშაო ადგილისთვის (Digital Workplace ან DWP) და ვიდეო უსაფრთხოების საკითხებისთვის.

 

პირველრიგშივგეგმავთ,ყურადღებაგავამახვილოთ,პირდაპირიგაყიდვებისადასაპარტნიოროქსელებისგანვითარებაზე.

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს ბაზარი დინამიურად მზარდია. მომხმარებლები საკმაოდ კარგად ხვდებიან და იღებენ „Konica Minolta“-ს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, თბილისში, უკვე ერთი წლის წინ დაიწყო მუშაობა სტამბამ, რომელმაც ფსონი დადო IQ-501 მოდულის ხარისხის ავტომატურ კონტროლზე.

 

გარდა ამისა, ბაზარი, ასევე დაინტერესებულია, ინდუსტრიული ბეჭდვის გადაწყვეტილებებით.

 

ჩვენ უკვე გავმართეთ, რამდენიმე წარმატებული შეხვედრა, პოტენციურ კლიენტებთან და ვემზადებით, რომ ჩავუტაროთ „კონიკა მინოლტას“ ინდუსტრიული გადაწყვეტილებების, დიდი დემოტური, ევროპულ შოურუმში“, - ამბობს პროექტის უშუალო მონაწილე, „კონიკა მინოლტა უკრაინას“ მარკეტინგის დირექტორი ევგენი შილაევი.

 

„ღრმა ინტეგრაცია კლიენტის ბიზნესში, კონსალტინგი და სისტემური პრობლემების გადაწყვეტა - ეს ის ტრადიციული ხერხები და მიდგომებია, რომლითაც კავკასიაში „კონიკა მინოლტა“ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარებას გეგმავს და რითაც ჩვენი კომპანია, კონკურენტებისგან განსხვავდება.

 

ჩვენ ვაშენებთ ურთიერთობებს კომპანიებთან, არა „კლიენტი-მომხმარებლის“ პოზიციიდან, არამედ „პარტნიორი-პარტნიორის“ პოზიციიდან და მიზნად ვისახავთ საიმედო პარტნიორად გახდომას, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის წარმატებით და სისტემურად განვითარებაში.

 

შემდგომი ფინანსური წლის შედეგებით:

 

ვგეგმავთ საკვანძო პოზიციის დაკავებას მრავალფუნქციური მოწყობილობების ბაზარზე A3 ფორმატის ბეჭდვისათვის.

 

განზრახული გვაქვს ჩამოვაყალიბოთ ბეჭდვის აუთსორსინგის ბაზარი, რადგან მოცემულ მომენტში, აღნიშნული მიმართულება კავკასიაში ჩამოყალიბების ეტაპზეა.

 

ბაზარზე გამოგვარჩევს საკუთარი საწყობისა და ლოგისტიკის, სერვისული ინჟინრების, გაყიდვების პირდაპირი არხის, უნიკალური მიდგომისა და რაც მთავარია, საკუთარი ინვესტიციების არსებობა.

 

ვსარგებლობთ სერვისული ბიზნესის აგების სისტემური მიდგომებით, ვნერგავთ აუთსორინგის სისტემას.

 

ვატარებთ კლიენტებისათვის ბეჭდვის ინფრასტრუქტურის აუდიტს.

 

გამოვიყენებთ იმ გამოცდილებას, რაც შევიძინეთ უკრაინაში ბიზნესის ტრანსპორტმაციის დროს.

 

როგორც კომპანია, რომელიც გვთავაზობს აუთსორსინგის მომსახურებას, თავადაც აქტიურად ვიყენებთ მას, შესაბამისად, ვახდენთ ინვესტირებას ქვეყნის ინფრასტრუქტურაში. გარდა ამისა, გვესმის, რომ საჭიროა აღნიშნული ინფრასტრუქტურის აგება.

 

ჩვენი მიზანია - დავეხმაროთ კავკასიაში ბიზნესს, რათა დოკუმენტბრუნვის ავტომატიზაციისადმი თანამედროვე მიდგომების ხარჯზე, გადავიდეს უფრო მეტად აქტიურ დონეზე, როგორც ეს ევროპაში მუშაობს.

 

კომპანია ვალდებულებას იღებს, საკუთარი თანამშრომლებისათვის უზრუნველყოს სოციალური დაცვის მაღალი დონე და გარანტიები ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად“, - აცხადებს „კონიკა მინოლტა უკრაინას“ რეგიონალური გაყიდვების დირექტორი სერგეი ნიზიკი, რომელიც ზრუნავს კომპანიაში პირდაპირი გაყიდვების მიმართულების აგებაზე.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner