logo_geo
eng_logo
საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში, რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს
- +

27 მარტი. 2020. 02:20

 

 

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენიდან ზუსტად 1 თვე გავიდა. ამ დროს სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ჯერ ვირუსი დაფიქსირებული არ იყო, თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა და ინფიცირებულთა რაოდენობის სიმცირით საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

 

 

რუსეთში კორონავირუსით დაავადების პირველი 2 შემთხვევა 31 იანვარს გამოვლინდა. 26 მარტის მდგომარეობით, სულ აღირცხულია ინფიცირების 840 შემთხვევა, საიდანაც 3 გარდაიცვალა, 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 38 კი განიკურნა. თუმცა ეს სტატისტიკა მედიკოსებს დაეჭვების საშუალებას აძლევს. გარდა იმისა რომ 145 მლნ-იან ქვეყანას ჩინეთთან 4200 კმ საზღვარი აქვს, ბოლო პერიოდში უჩვეულოდაა გაზრდილი პნევმონიით გარდაცვალების შემთხვევები. პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 22 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმი კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზეზით გააუქმა.

 

 

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 290-ს მიაღწია. არავინ გარდაცვლილა და 18 მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა, თუმცა 6 პირის მდგომარეობა მძიმეა.

 

 

აზერბაიჯანში 1 დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 29-ით გაიზარდა და 122-ს მიაღწია, მათგან 3 გარდაიცვალა, 15 გამოჯანმრთელდა და 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

 

 

2433 ინფიცირებული და 59 გარდაცვლილი. რეგიონში სიტაუაცია ყველაზე მძიმე თურქეთშია. 136 პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 26-ს შეადგენს.

 

 

რაც შეეხება საქართველოს, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 79 შემთხვევაა აღციხული. 4 მათგანის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არავინ გარდაცვლილა. 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინში მყოფ პირთა რაოდენობა 4376-მდე გაიზარდა. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი რჩება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner