logo_geo
eng_logo
საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშს ევროპარლამენტში დღეს განიხილავენ
- +

19 მაისი. 2020. 09:57

 

 

საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე დღეს ევროპარლამენტში იმსჯელებენ.

 

 

კერძოდ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მოისმენენ ამ საკითხზე ესტონელი ევროდეპუტატის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს. ასევე, კომიტეტის წევრები უმასპინძლებენ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკაზე, „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის გამიზნულ დახმარებაზე ისაუბრებს.

 

 

ევროდეპუტატები ასევე კენჭს უყრიან ევროპარლამენტის რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის მიმართ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პოლიტიკას ეხება და 2020 წლის ივნისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის იყო შემუშავებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner