logo_geo
eng_logo
მოსახლეობისთვის ნობათების დარიგება გრძელდება
- +

22 მაისი. 2020. 16:28

 

 

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება. მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების აქციაში კომპანიები - „Duty Free Georgia“, „სქაიტელი“, „მასთერქარდი“, „კარფური“ და „ბაქანი“ ჩაერთნენ.

 

ნობათს, რომელიც როგორც საკვებ პროდუქტს, ისე პირველადი საჭიროების ნივთებს მოიცავს, მოქალაქეებს გამგეობების თანამშრომლები და მოხალისეები გადასცემენ, რომელთაც უსაფრთხოების მიმართულებით სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი.

 

მოხალისეობის მსურველები მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ბიზნესკომპანიებს კი, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner