logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: შესაძლებელი ხდება მერქნული რესურსის პირდაპირი წესით, ფიქსირებულ ფასად შეძენა
- +

9 ივლისი. 2020. 13:38

 

 

„შესაძლებელი ხდება მერქნული რესურსის პირდაპირი წესით, ფიქსირებულ ფასად შეძენა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„საკითხი, რომელიც ეხება ტყითსარგებლობის წესებს და აქტუალურია ჩვენი მოსახლეობისთვის, არის საშეშე მერქნის პირდაპირი შესყიდვის შესაძლებლობა. ჩვენ დავიწყეთ საქმიანი ეზოების ჩამოყალიბება, რაც წინგადადგმული ნაბიჯია მდგრადი სატყეო მეურნეობის აღდგენისთვის. ყველა მუნიციპალიტეტში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხრიდან გამოყოფილი იქნება სპეციალური ადგილები, რომელიც მოსახლეობას და ბიზნესს მისცემს საშუალებას, მერქნული რესურსი კონკრეტული ფიქსირებული ფასით შეიძინონ პირდაპირი წესით, ეს ეხება როგორც მაღალი ხარისხის, პირველი ხარისხის მერქნულ რესურსს, ისე საშეშე მასალას, რომლის შეძენაც აქამდე მხოლოდ აუქციონის გზით იყო შესაძლებელი.

 

ტყის ღონისძიებებში ჩართული ოპერატორები შეძლებენ ტყეში არსებული ბიომასის გამოყენებას ბრიკეტების და ალტერნატიული ბიოსაწვავის წარმოებისთვის, რაც ნარჩენების მართვის სისტემას გააუმჯობესებს“. - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner