logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: “ქართული ოცნება“ მომავალში კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს გარემოსდაცვით საკითხებს
- +

3 აგვისტო. 2020. 13:36

 

 

 

„გარემოს დაცვა არის და მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება საჯარო პოლიტიკის თვალსაზრისით. მისი უფრო მეტად გათვალისწინება საჯარო პოლიტიკაში აუცილებელია პროგრესის მისაღწევად. ამიტომ, პარლამენტი და ჩვენი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება” განათლების და ეკონომიკის რეფორმებთან ერთად, მომავალში კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ გარემოსდაცვით საკითხებს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საგაზაფხულო სესიის ანგარიშის წარდგენასა და მწვანე სივრცის პრეზენტაციაზე განაცხადა.  პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის, ხოლო  გაწეული შრომისთვის -  კომიტეტის თავმჯდომარესა და აპარატის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

 

ღონისძიებაზე შეკრებილებს არჩილ თალაკვაძემ სიტყვით მიმართა და დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგში, ისევე, როგორც მმართველი გუნდის პროგრამასა და საჯარო პოლიტიკაში გარემოს დაცვის ინტერესებისა და გარემოს რაციონალური მართვის საკითხები კიდევ უფრო მეტად იქნება ასახული.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, სადაც კომიტეტის საქმიანობის შედეგად, კანონმდებლობის განახლება მოხდა.

 

მისი თქმით, ასეთი მიმართულებებია „ტყის კოდექსი“, “ენერგოეფექტურობის პაკეტი”, ნარჩენებთან და მის გადამუშავებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები, ასევე,  წყლის რესურსებთან და წყლის ინტეგრირებულ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები რომლებიც, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ჩვენი ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია.

 

 „გარემო, მწვანე პოლიტიკა, მწვანე ეკონომიკა და მწვანე კანონმდებლობა არის აქტუალური საკითხები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, ჯანმრთელობას, ჩვენი შვილების საცხოვრებელ გარემოს, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაზე.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner