logo_geo
eng_logo
კელი დეგნანი სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს ესტუმრა
- +

7 აგვისტო. 2020. 19:09

 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს ესტუმრა.

 

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი მადლიერი იყო, საქართველოში ასეთი შთამბეჭდავი ადგილის მონახულების შესაძლებლობა მიეცა.

 

„ელჩმა ხაზი გაუსვა აღნიშნული ადგილის დიდ პოტენციალს სოფლის მეურნეობის ცენტრად და ადგილობრივი სათავგადასავლო ტურიზმის უფრო მეტად განვითარებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქში“ ავრცელებს.

right_banner
არქივი
right_banner