logo_geo
eng_logo
თაკო კვირტია: ვცდილობდით, ჩვენი მისამართით გაჟღერებულ ყველა შეკითხვაზე პასუხი გაგვეცა
- +

14 ნოემბერი. 2017. 01:18


 

„ვცდილობდით, შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენი მაქსიმუმი გაგვეკეთებინა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია დროულად მიგვეწოდებინა", - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თაკო კვირტიამ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა.

 

„მოცული გვქონდა როგორც სატელევიზიო, ისე ბეჭდვითი და ციფრული მედია, სოციალური ქსელი. ჩვენს facebook-გვერდს 22 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს, რაც ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საზოგადოების დიდ ნაწილამდე მისვლაზე მიუთითებს.

 

ამასთან, თბილისის ბაღებში მიმდინარე რეფორმები ყოველთვის იყო მედიის ყურადღების ცენტრში; სააგენტოს ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია მედიასაშუალებებთან, არასდროს უთქვამს უარი ინტერვიუზე თუ ინფორმაციის მიცემაზე. ვცდილობდით, ვყოფილიყავით მაქსიმალურად გახსნილები და ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც ჩვენი მისამართით გაჟღერდებოდა, ყოფილიყო პასუხგაცემული", - განაცხადა თაკო კვირტიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner