logo_geo
eng_logo
მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებისთვის აპრილის ბოლოს გაიხსნება
- +

14 მარტი. 2018. 11:11


 

„მეტროსადგური „გურამიშვილი" დაგეგმილი 15 მარტის ნაცვლად, მგზავრებისთვის მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გაიხსნება", - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

 

„თარიღის გადაწევა დამატებითმა ექსპერტიზის ჩატარებამ გამოიწვია, რომლის დასრულებამდე, მეტროსადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დროებით შეჩერდა. 

 

მიმდინარე წლის 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილის"  ქვედა ვესტიბიულში შეკიდული ჭერის ჩამოშლის შემდეგ, თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო  მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, ყველა მეტროსადგურის მდგომარეობას ამოწმებს.

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით", - ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner