logo_geo
eng_logo
თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა
- +

24 მაისი. 2018. 13:52

 

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანჯეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს.

 

ანჯეი დუდა თბილისში, 26 მაისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულს მიულოცავს.

 

გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილა და მადლობა გადაუხადა ანჯეი დუდას გაერო-ში მიმდინარე განხილვებში საქართველოს მხარდაჭერისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპაციასა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შედგა.

 

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრობლემატიკაზე გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან  დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა მისი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პოლონეთისაგან“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სატელეფონო საუბრისას.

 

პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას NATO-ს მომავალი სამიტის სამზადისი განიხილეს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner