logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: 13 ივნისი ქვეყნისთვის უდიდესი განსაცდელისა და ტკივილის დღე იყო
- +

13 ივნისი. 2018. 15:43

 

საქართველოს პრემიერ-მინიტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით 3 წლის წინ, 13 ივნისი ქვეყნისთვის უდიდესი განსაცდელისა და ტკივილის დღე იყო.

 

„3 წლის წინ, 13 ივნისი თბილისისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის უდიდესი განსაცდელისა და ტკივილის დღე იყო. მინდა, კიდევ ერთხელ პატივი მივაგო სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნას და თანავუგრძნო მათ ოჯახებს.

ჩვენი მაშველების თავგანწირვამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება მაშველ ზურაბ მუზაშვილის სახელი, რომელმაც 8 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი, დაიღუპა.

იმ მძიმე დღეებში, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ფეხზე დადგა ყველა, განსაკუთრებით კი, ჩვენი ახალგაზრდები - ისინი დადგნენ იქ, სადაც ნამდვილი მოქალაქე უნდა მდგარიყო. საერთო განსაცდელში ერთობამ 13 ივნისი ამავე დროს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და უდიდესი სოლიდარობის დღედ აქცია“, - აცხადებს პრემიერი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner