logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
- +

13 ივნისი. 2018. 17:38

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

 

2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, დღემდე დაკარგულად ითვლება ორი პიროვნება, დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი.

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner