logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: გარბენი „თბილისი“ ჯანსაღი ცხოვრების წესის, სოლიდარობის და ყველა თაობის ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია
- +

23 ივნისი. 2018. 13:10

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გარბენი „თბილისი“ ყველა თაობის ჩართულობისთვის მნიშნელოვანია.

 

 „24 ივნისს, დილის 9:00 საათზე, ვაკის პარკთან კახა კალაძის ინიციატივას შევუერთდებით.

 

დღეში თუნდაც 5-10 წუთი სირბილი 30%-ით ამცირებს ყველა დაავადების და 45%-ით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებს ჩვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ.

 

დედაქალაქის მერის ხედვა, რომ თბილისში მეტი სივრცე იყოს ფეხით მოსიარულეთათვის, მეტი ინფრასტრუქტურა იყოს სირბილის და ველოსიპედებისთვის, ემსახურება ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას.

 

არაერთხელ გვისაუბრია და კახა კალაძეს ძალიან საინტერესო ინიციატივები აქვს დედაქალაქის ყველა უბანში სიცოცხლის და ახალი ენერგიის შემოსატანად, რომელთა განხორციელება უკვე დაწყებულია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner