logo_geo
eng_logo
რუსეთის სავიზო ცენტრით სარგებლობა 30 დოლარი ეღირება
- +

17 აგვისტო. 2018. 01:33

 

 

რუსეთის სავიზო ცენტრით სარგებლობა მოქალაქეებს 30 დოლარი დაუჯდებათ. აღნიშნული თანხა საკონსულო მოსაკრებელს დაემატება, რომელიც ერთჯერადი ვიზის შემთხვევაში 60 დოლარს, ხოლო ორჯერადის შემთხვევაში 96 დოლარს შეადგენს.

 

სავიზო ცენტრით სარგებლობა ძვირდება ვიზის დაჩქარებული წესით მიღების შემთხვევაში. მოქალაქეებს 30 დოლარისა და 35 ლარის გადახდა მოუწევთ.

 

დაჩქარებულად ვიზის აღება 1-3 დღეში იქნება შესაძლებელი. ერთჯერადი ვიზა 120, ხოლო ორჯერადი 192 დოლარი ღირს.

 

შესაბამისი საბუთების წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს საქმიანი, ჰუმანიტარული, კერძო, სამუშაო, სასწავლო და ტრანზიტული ვიზის მიღება შეეძლებათ. სხვა ქვეყნის მოქალაქეებს განაცხადის შეტანა ტურისტულ ვიზაზეც შეუძლიათ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე არ გაიცემა.

 

სავიზო ცენტრის მომხმარებლები თანხას ლარში, გადახდის დღისთვის რუსეთის ინტერესთა სექციის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად გადაიხდიან.

 

თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნება. ცენტრი ბესიკის ქუჩაზ N4-ში მდებარე ბიზნესცენტრში განთავსდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner