logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: ახმეტის სოფლებში დაზარალებულ მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება
- +

19 აგვისტო. 2018. 14:45

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში სეტყვისაგან დაზარალებული მოსახლეობა დაზიანებულ ყურძენს მინიმალური დანახარჯებით ადგილზევე, ახმეტაში ჩააბარებენ.

 

„გუშინდელი სტიქიის შემდეგ შექმნილ შტაბს მუდმივი კონტაქტი აქვს კომპანიებთან, რომლებიც სპირტის დამზადებას შეძლებენ. მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება და ხვალ დილიდან დაკრეფას დაიწყებენ. შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რომელიც ფერმერებსა და ჩამბარებელს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფს“, –  განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner