logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აქცია „ვეტერანები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად“ გაიმართება
- +

11 ოქტომბერი. 2018. 11:52

 

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 16 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, გაიმართება აქცია „ვეტერანები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად“.

 

„სისხლის გადასხმის სადგურის ექიმები, დონორობის მსურველ უწყების თანამშრომლებს და ვეტერანებს, დილის 10:00 საათიდან აუღებენ სისხლს, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება.

 

სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი, 18-დან 60 წლამდე, თუ:

 

თქვენი წონა – 50-კგ და მეტია;

 

არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C, სიფილისი, ტუბერკულოზი;

 

არ ხართ ინფიცირებული აივ-ინფექციით;

 

არ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;

 

არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი.

 

პატარებისათვის სისხლის გაღების მსურველი ვეტერანები მობრძანდით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, 16 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან.

 

მისამართი: ვახტანგ გორგასლის შესახვევი N 12 ა“, - ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner