logo_geo
eng_logo
ნინო გოგუაძე „ქალთა მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს
- +

20 ოქტომბერი. 2018. 10:46

 

ნინო გოგუაძე ევროპის კონსერვატორების და რეფორმისტების ალიანსის „ქალთა მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა ალიანსის (ACRE) ქალთა მოძრაობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

 

ქალთა მოძრაობის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის ინტეგრირებას ალიანსის და ევროკავშირის ინსტიტუტების პოლიტიკის ყველა სფეროში. ასევე მემარჯვენე-ცენტრისტ ქალ პოლიტიკოსების ჩართულობით შექმნას თანამშრომლობის პლატფორმა ტრანს-ნაციონალურ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის.

 

„კონსერვატორების და რეფორმისტების ალიანსი ევროპაში“ წარმოადგენს ევროპის მემარჯვენე იდეოლოგიის 30-ზე მეტი პოლიტიკური პარტიის ალიანსს, რომელიც დაფუძნდა 2009 წელს ბრიტანელი კონსერვატორების მიერ. ალიანსის რეგიონული პარტნიორები არიან აშშ რესპუბლიკური პარტია, კანადის, ახალიზელანდიის, ავსტრიის კონსერვატიული პარტიები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner