logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პრემიერ-მინისტრის მიერ
- +

11 იანვარი. 2019. 16:53

 

„ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მთავრობის მიერ, პირადად პრემიერ-მინისტრის მიერ,  რომ „ტამიფლუ“ ხვალ დღის მეორე ნახევრიდან ხელმისაწვდომი გახდება ექიმის დანიშნულებით ყველა მოქალაქისთვის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს.

 

„ამ დრომდე, მედიკამენტი უფასო იყო ორსულების, ბავშვების, ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის, თუმცა, თავიდან რომ ავიცილოთ ყოველგვარი გაუგებრობა და შესაძლო პანიკა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზოიძემ.

 

აქვე აკაკი ზოიძემ პირბადეებისა და „ტამიფლუს“ მარაგზე ისაუბრა:

 

„დღეისათვის რისკ-ჯგუფებისთვის არც პირბადეების  და არც „ტამიფლუს“  ხელმისაწვდომობა არ არის, ხვალიდან კი პრობლემა მოიხსნება ნებისმიერი მოქალაქისთვის, ხოლო თუ დღეს სჭირდება ვინმეს მკურნალობა, ამისთვის საავადმყოფოებში საკმარისი მარაგია.

 

ჯანდაცვის სისტემა იყო აბსოლუტურად მზად. არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც ხდება რეაგირება, მათ შორის დამატებითი შესაძლებლობების განვითარება. სამწუხაროდ, ეს მაინც არ გვაცილებს თავიდან ადამიანების მსხვერპლს, აქ უკვე ჯანდაცვის სისტემის გარდა მოქალაქის ფაქტორიცაა. მან დროულად უნდა მიმართოს ექიმს, გაიკეთოს ვაქცინაცია შემოდგომაზე, როცა რეკომენდაციას ვაძლევთ და ამით თავიდან ავიცილებთ იმ ტრაგედიებს რომელიც ხდება.

 

აქვე გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, რომელთა ოჯახის წევრებიც შეეწირნენ ამ ვერაგ დაავადებას“, - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner