logo_geo
eng_logo
რიმა ბერაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ ხუდადოვის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს
- +

23 მარტი. 2019. 16:40

 

 

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა რიმა ბერაძემ და გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ხუდადოვის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი 2000 კვადრატულ მეტრზე იგება და ჩუღურეთის გამგეობას ამისთვის 60 000 ლარი აქვს გამოყოფილი. გზის დაგების პარალელურად მოეწყობა ბორდიურები და ტროტუარები.

 

„არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრი შიდაკვარტლური გზა მოვაწესრიგოთ. ეს პროექტიც ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს და ადგილობრივებს სულ მალე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ექნებათ“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

 

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ ასრულებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×