logo_geo
eng_logo
პოლიციამ ძარცვის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა
- +

8 ივნისი. 2019. 11:04

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით, თბილისში 1 პირი - 1999 წელს დაბადებული ნ.ლ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ლ.-მ თბილისში ერთ-ერთ მოქალაქეს ხელჩანთა, ფული და პირადი ნივთები გასტაცა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნაძარცვი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დაზარალებული მოქალაქის კუთვნილი საფულე, ფული და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×